დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტის დეფიციტმა ივნისში 35.5 მილიარდ დოლარს მიაღწია

Reuters

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივნისში მთავრობამ 35.5 მილიარდით მეტი დახარჯა, ვიდრე გადასახადებიდან მიიღო. მაისში ეს მაჩვენებელი 45.5 მილიარდი იყო.

1993 წლის შემდეგ აღნიშნული მაჩვენებელი მესამე დიდი მაჩვენებელია და მიუხედავად იმისა, რომ ივნისში ხარჯვა შემცირდა, დეფიციტი დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა 2019 წლის ივნისთან შედარებით.

დიდი ბრიტანეთის წლიურმა დეფიციტმა 128 მილიარდ დოლარს მიაღწია, ეკონომისტების ვარაუდით, წლის ბოლოს ის 300 მილიარდს გადააჭარბებს. 

კომენტარები