ქართული ოცნება

ივანიშვილი: ჩვენმა გუნდმა წინ წაიყვანა ქვეყანა ბევრი მიმართულებით, პროგრესი ყველა სფეროშია

მინდა, დავიწყო მადლობით.

მადლობა ჩვენს ეპიდემიოლოგებს და ექიმებს, მადლობა ქართული ოცნების გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდა, განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა, ენდო ხელისუფლებას და მის გარშემო გაერთიანდა.

ყველამ ერთად შევიტანეთ წვლილი იმაში, რომ დღეს საქართველოს მწვანე ზონად მოიხსენიებენ. ამ კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და ქართული ოცნების ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი.

მინდა, დარწმუნებით ვთქვა, გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შემძლეა, იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა.

ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა წინ წაიყვანა ქვეყანა ბევრი მიმართულებით, პროგრესი თვალსაჩინოა პრაქტიკულად ყველა სფეროში, რა თქმა უნდა, არავინაა ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები აღარ არსებობს, ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს განვითარება

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების მაჟორიტარების წარდგენისას.

კომენტარები