მკვლელობა ქუთაისში

ქუთაისში ქალის მკვლელობისთვის მისი მეგობარი ქალი დააკავეს

flickr

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნა და 1975 წელს დაბადებული ქალი, ბ.კ. დააკავა.

ეჭვმიტანილს ბრალად ედება 18 ივლისს მეგობარი ქალის მოკვლა ქუთაისში. შსს-ს თანახმად, ბრალდებულმა ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე 31 წლის მეგობართან, ე.ჩ.-სთან სტუმრობის დროს შელაპარაკების შემდეგ მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი მიიმალა.

ჭრილობების შედეგად ე.ჩ. გარდაიცვალა.

შსს-მ მკვლელობის ნივთმტკიცება, დანა ამოიღო. უწყების ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები