მკვლელობა ქუთაისში

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ქუთაისში ავტობუსის ერთი მძღოლი მოკლა, მეორე კი დაჭრა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში მომხდარი მკვლელობისთვის 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.ბ. გააკავეს. შსს-ს ცნობით, გ.ბ - მ ურთიერთშელაპარაკებისას ავტობუსის ერთი მძღოლი მოკლა, მეორე კი დაჭრა. 

ბრალდებულმა ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სამარშრუტო ავტობუსის მძღოლს -  1957 წელს დაბადებულ ბ.თ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გ.ბ.-მ ამავე ავტობუსის დამხმარე მძღოლი - 1974 წელს დაბადებული მ.ჩ.-ც დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები