მკვლელობა ქუთაისში

ქუთაისში 2018 წელს სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში 2018 წელს სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი, 1969 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ზ. დააკავეს.

ბრალდებულმა 2018 წლის 30 სექტემბერს ურთიერთშელაპარაკების დროს "ტტ"-ს სისტემის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით 1974 წელს დაბადებული გ.ს. მოკლა. 

"დაკავებულს 2018 წლის 30 სექტემბერს, ქუთაისში, სასაფლაოზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალი 2018 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, დაუსწრებლად წარედგინა. 5 ოქტომბერს კი მ.ზ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით, ასევე დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და იმავე დღეს მასზე ძებნა გამოცხადდა",-წერია განცხადებაში. 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები