ირანი

ირანში სოცმედია კამპანიის გავლენით შესაძლოა 3 დემონსტრანტის სიკვდილით დასჯა გააუქმდეს

ამირჰოსეინ მორადი, მოჰამად რაჯაბი და საიდ ტამჯიდი
BBC

ირანის სასამართლომ, შესაძლოა, სამი დემონსტრანტის სიკვდილით დასჯის განაჩენი გააუქმოს. მას შემდეგ, რაც სოციალურ მედიაში დემონსტრანტების მხარდამჭერი კამპანია დაიწყო, ჰეშთეგი #do_not_execute 5 000 000-ჯერ გამოიყენეს. კამპანიაში ჩაერთო ბევრი ცნობილი ადამიანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 

საზოგადოების ასეთი აქტიურობის შედეგად მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში სასამართლო მზადაა, განაჩენს გადახედოს.

ამირჰოსეინ მორადის, მოჰამად რაჯაბის და საიდ ტამჯიდის ადვოკატების განცხადებით მათ პირველად მიეცათ საშუალება, გასცნობოდნენ სასამართლო დოკუმენტებსა და საქმის სამხილებს.

Amnesty International-ის ინფორმაციით, დაკავებულები უსამართლო მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ. ყურადღება არ მიექცა მათ განცხადებებს წამებაზე. ამირჰოსეინ მორადის აღიარებითი ჩვენების მიცემის პროცესს არ დასწრებია ადვოკატი და ამ ჩვენების მიცემა მას ცემის, ელექტროშოკის გამოყენებით და თავდაყირა ჩამოკიდებით აიძულეს.

ამირჰოსეინ მორადი, მოჰამად რაჯაბი და საიდ ტამჯიდი გასული წლის ნოემბერის საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს. 

2019 წლის ნოემბერში ირანში საპროტესტო აქციები საწვავის ფასის მოულოდნელმა ზრდამ გამოიწვია. 15 ნოემბერს ირანში საწვავის ფასი, სულ მცირე, 50%-ით გაიზარდა, ვინაიდან ნავთობპროოდუქტებზე სახელმწიფოს სუბსიდია შემცირდა.

ხელისუფლება ამბოდა, რომ მათ ღარიბების დასახმარებლად ფულის გამოთავისუფლება სურდათ. 

საწვავის ფასის გაძვირება თან დაერთო ირანში უკვე არსებულ ეკონომიკურ კრიზის, რომელიც აშშ-ს მიერ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია.  

ირანში უკვე არის ეკონომიკური კრიზისი აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო. სანქციები მას შემდეგ დაწესდა, რაც ვაშინგტონმა ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დატოვება გადაწყვიტა. აქციების მონაწილეები სიღარიბეს, ინფლაციას და ეკონომიკურ სტაგნაციას აპროტესტებდნენ. 

აქციების შედეგად, Amnesty International-ის ინფორმაციით, 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ირანმა ოფიციალურად მხოლოდ 12 ადამიანის სიკვდილი დაადასტურა. ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების 100-მდე ლიდერი დააკავა.

კომენტარები