Edison Research: გამოკითხულთა 71% არჩევნებზე ნამდვილად მივა, 23% - ალბათ, მივა

ტაბულა

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 71% აცხადებს, რომ არჩევნებზე ნამდვილად მივა.

კითხვაზე, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას 2020 წლის არჩევნებზე, კვლევაში მონაწილეთა 23% პასუხობს: ალბათ, მივიღებ. 4% - ალბათ, არ მივიღებ, 2% - ნამდვილად არ მივიღებ.

Edison research-მა კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში, ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩაატარა. კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 2000 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ცდომილება 2.1%-ია.

კომენტარები