თავდაცვის სამინისტრო

გახარია: ყოფილ, თუ მოქმედ სამხედროებს თავდაცვის უწყების ბინები საკუთრებაში გადაეცემათ

თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ე.წ უწყებრივი ბინები, რომლებშიც მოქმედი, თუ ყოფილი ქართველი სამხედროები ცხოვრობენ, მათ კერძო საკუთრებაში გადაეცემათ. 

ამის შესახებ თქვა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტმა გიორგი გახარიამ. 

"თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მისი უწყებრივი ბინები, - საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე, რომელიც როგორც დღეს თავდაცვის სამინისტროში მომსახურე ჩვენს სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს ეხება, - კომისიური წესით იქნება განხილული და ამ ადამიანებს კერძო საკუთრებაში ეს ბინები გადაეცემა". – თქვა გიორგი გახარიამ. 

პრემიერმინისტრის შეფასებით, ეს ადრეც იყო გასაკეთებელი.

კომენტარები