კახეთში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფრომაცია ტაბულას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 1 003 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 873 გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 115 აქტიური შემთხვევაა.