შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პლასტიკური ბარათებიდან 72 000 ლარის მითვისებითვის თბილისსა და ბათუმში 5 ადამიანი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული არაინ 1994 წელს დაბადებული ა. კ, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ. პ, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ. მ, 1975 წელს დაბადებული კ. მ. და 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ. ჯ. მათივე ინფორმაციით, კიდევ ერთი ადამიანი, რუსეთის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული მ. მ. დაუსწრებლად მისცეს პასუხისგებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მ. მ-მ და ა. კ.-მ ონლაინ ტოტალიზატორისა და კაზინოს მომხმარებლების ვერ-გვერდებზე შეაღწიეს და მათზე მიბმული პლასტიკური ბარათებიდან 23 მოქალაქის თანხას დაეუფლნენ. თანხის განაღდებაში მათ მ. მ, კ. მ, თ. პ. და გ. ჯ. ეხმარებოდნენ.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.