წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი ფინანსისტი თამარ ფხოველიშვილი და კომპანიის საკრედიტო სამმართველოს ხელმძღვანელი ნათია ნავროზაშვილი დააკავეს. გამოძიება მათ კომპანიის კუთვნილი 2 200 000 ლარის მითვისებას ედავება. ამ წუთებში მათი დაკითხვა მიმდინარეობს.
გამოძიების ინფორმაციით, ფხოველიშვილმა მითვისებული თანხით უძრავი ქონება და ავტომობილები შეიძინა, რაც ახლა დაყადაღებულია.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 7-11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე 12 თებერვალს ფხოველიშვილის მეუღლე ზურაბ ნუცუბიძე დააკავეს. ფხოველიშვილს ამ დროის განმავლობაში ეძებდნენ.