საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ სამი ადამიანი. მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1003 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 873 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამის გარდა, რამდენიმე დღის წინ საქართველოში სამკურნალოდ გადმოიყვანეს 28 ქართველი ჯარისკაცი – მათ კორონავირუსი ავღანეთში დაუდასტურდათ.





