ავარია

ყვარელში მანქანის მძღოლი სახლის წინ მჯდომ მოქალაქეებს დაეჯახა, 1 ადამიანი ადგილზე დაიღუპა

flickr

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ავტომანქანის მძღოლი სახლის წინ მჯდომ ადამიანებს დაიჯახა. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები