ბარბადოსი

ბარბადოსი განიხილავს, სტუმრებს ერთი წლით დარჩენა და დისტანციურად მუშაობა შესთავაზოს

კარიბის ზღვის აუზის კუნძული-სახელმწიფო ბარბადოსი განიხილავს, რომ კუნძულის სტუმრებს მომდევნო ერთი წლით დარჩენისა და ბარბადოსიდან დისტანციურად მუშაობის უფლება მისცეს.

ქვეყნის პრემიერმინისტრის, მია მოტლის თქმით, მთავრობა განიხილავს, წარადგინოს 12-თვიანი მასპინძლობის ბეჭედი, რაც იმით იქნება განპირობებული, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მცირეხნიანი მოგზაურობა გართულებულია.

"არ გჭირდებათ ევროპაში, აშშ-ში ან ლათინურ ამერიკაში მუშაობა, თუ აქ ჩამოხვალთ და რამდენიმე თვით იმუშავებთ", – ამბობს ბარბადოსის პრემიერი, – "ადამიანები ჩამოდიან და დისტანციურად მუშაობენ, ციფრულად. ამდენად, მათ არ სჭირდებათ იმ ქვეყნებში დარჩენა, სადაც არიან".

ბარბადოსმა უცხოელი მოგზაურების მიღება 12 ივლისიდან დაიწყო. ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული ზოგი შეზღუდვა მოიხსნა, როგორიც, მაგალითად, კომენდანტის საათია. ამჟამად მოქმედებს ერთმეტრიანი დისტანციის წესი და დაშვებულია 500-მდე ადამიანის თავყრილობაც.

კუნძულზე, სადაც 287 ათასი მოსახლეა, ოფიციალური მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 103 შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 90 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები