კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე ქორწილებსა და ქელეხებზე; 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, რომელ დისტანციაზეა ლაპარაკი

ჩვენი ტრადიციები ყველამ კარგად ვიცით, ხომ? კონცერტი შეიძლება ღია სივრცეში ჩატარდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ქორწილი, იუბილე და ქელეხი ალკოჰოლის გარეშე არ არის და ამიტომ, როგორ ფიქრობთ, 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რომელი დისტანციის დაცვაზე შეიძლება ლაპარაკი? ამიტომ, ჯერჯერობით, ჩვენი რეკომენდაცია ასეთია, რომ ასეთი დიდი ზომის ღონისძიებები რეკომენდებული არ არის.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დახურულ სივრცეებში ქორწილებისა და ქელეხების გამართვის აკრძალვის შესახებ.

კომენტარები