მამუკა მდინარაძე

მდინარაძე გირჩზე: ბევრს ეწევიან ეს ადამიანები და ცოტა მოუკლონ, ჯობია

ტაბულა

"ბევრს ეწევიან ეს ადამიანები და ცოტა მოუკლონ, ჯობია". – ასე ეხმაურება ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე, გირჩის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, გირჩი მათთვის, ვინც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, Tesla-ს მანქანას გაათამაშებს

პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მათ არ სურთ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა აიღონ, სწორედ ამიტომ, მათი გადაწყვეტილებაა, ეს ფული არჩევნებზე მოქალაქეების მისვლის მოტივაციის გასაზრდელად გამოიყენონ. 

მდინარაძის თქმით, როცა გირჩი რეალურად შეუდგება ამ საქმეს, შემდეგ ისჯელებენ, არის თუ არა ეს მომხმარებლის მოსყიდვა. 

"ერთადერთი დასკვნა შეიძლება ამ ეტაპზე გამოვიტანოთ, რომ ბევრი მოწიეს, როგორც ჩანს და არის თუ არა მოსყიდვა, ამაზე მერე ვიმსჯელოთ, როცა რეალურად შეუდგებიან საქმეს, რამდენად შეიცავს ის კონკრეტული ქმედების ნიშნებს, რაც არ ჯდება კანონში, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრს ეწევიან ეს ადამიანები და ცოტა მოუკლონ, ჯობია". – ამბობს მდინარაძე. 

კომენტარები