სროლა დიდუბეში

წყალტუბოს ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას სროლა მოჰყვა

მიხა კლოტვიკი / Shutterstock

წყალტუბოს ქუჩაზე, გვიან ღამით, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რასაც შემდეგ სროლა მოჰყვა. 

თვითმხილველი მთავარ არხთან საუბრისას ამბობს, რომ თავდაპირველად ჩხუბი და ხმაური ისმოდა, შემდეგ კი ერთ ადამიანს რამდენიმე ურტყამდა და იყო გასროლის ხმა. 

ამ ეტაპზე უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები. 

როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა) დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვას გულისხმობს. 

უწყების ცნობით, დაკავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვთ. 

კომენტარები