კორონავირუსი სომხეთში

სომხეთში ბოლო 24 საათში COVID 19-ის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი

TASS

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სომხეთში გასულ დღე-ღამეში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსულ ინფექციას სულ 565 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაიზარდა COVID 19-ით ინფიცირებულთა მაჩვენებელიც, ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსი კიდევ 577 პირს დაუდასტურდა. სულ ვირუსით 31 969 ადამიანია დაინფიცირებული. ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 11 771 აქტიური შემთხვევაა. გამოჯანმრთელდა 19 633 პაციენტი.

კომენტარები