სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში ეკლესიაზე თავდასხმისას 5 ადამიანი მოკლეს

იოჰანესბურგის პოლიციამ დაკავებულების ფოტო გაავრცელა
SAPS

სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში ეკლესიაზე თავდასხმისას 5 ადამიანი მოკლეს. დაკავებულია 40 პირი. ამოიღეს 40 ცეცხლსასროლი იარაღი. თავდამსხმელებმა მძევლებიც აიყვანეს, თუმცა პოლიციამ მათი გათავისუფლება შეძლო.

პოლიციის ინფორმაციით დაპირისპირება ეკლესიის ლიდერებს და მათ მიმდევრებს შორის მოხდა. თავდამსხმელები წარმოადგენდნენ ორმოცდაათიანელთა ეკლესიის მიმდევართა ერთ-ერთ ჯგუფს. მას შემდეგ, რაც 2016 წელს ეკლესიის ყოფილი მეთაური გარდაიცვალა, მიმდევრებს შორის არაერთხელ მოხდა დაპირისპირება. 2018 წელს ეკლესიაში სროლაც გაიმართა.

კომენტარები