Lord of The Rings

ელაიჯა ვუდი: ბეჭდების მბრძანებლის სერიალი გაცილებით ადრეულ ეპოქას შეეხება

Getty Images

რამდენიმე დღის წინ, ახალი ზელანდიის მთავრობამ სერიალ Lord of The Rings-ის მსახიობებსა და ტექნიკურ ჯგუფს ქვეყანაში გადაღებების განახლების უფლება მისცა. 

Indiewire-მა სერიალზე სასაუბროდ ტრილოგიაში ფროდო ბეგინსის როლის შემსრულებელი, ელაიჯა ვუდი მიიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ახალ პროექტში ჩართული არ არის, მან მაინც მიმოიხილა, რას შეიძლება ველოდოთ სერიალისგან.

"ძალიან მაინტერესებს, როგორ შოუს იღებენ. ისინი სერიალს Lord of The Rings-ს ეძახიან, მაგრამ ეს არასწორი მგონია. როგორც მივხვდი, მოვლენები გაცილებით ადრე ვითარდება, ვიდრე ეს "ბეჭდების მბრძანებელში" ხდება. უფრო მეტად სილმარილიონის ეპოქა იქნება წარმოდგენილი."- თქვა ვუდმა.

სერიალს იღებს კომპანია Amazon და ამისთვის თანხის რეკორდულ რაოდენობას ხარჯავს.

"აშკარაა, რომ სამყარო კვლავ შუამიწეთია და გახარებული ვარ, რომ გადაღებები ახალ ზელანდიაში მიმდინარეობს. გამოდის, რომ მინიმუმ ვიზუალური მხარე მაინც იქნება იგივე." - თქვა ვუდმა.

ელაიჯა ვუდის თქმით, მას სერიალის შესახებ უფრო მეტი დეტალი აინტერესებს, თუმცა მისთვისაც, ისევე, როგორც სხვა მაყურებლებისთვის, თითქმის ყველაფერი მკაცრადაა გასაიდუმლოებული.

კომენტარები