Lord of The Rings

ბეჭდების მბრძანებლის სერიალს, ფილმების მსგავსად ახალ ზელანდიაში გადაიღებენ

გენდალფი
Lord Of The Rings

ბეჭდების მბრძანებლის სერიალს, პიტერ ჯექსონის მიერ გადაღებული ტრილოგიის მსგავსად ახალ ზელანდიაში გადაიღებენ.

ამის შესახებ შოუს ხელმძღვანელმა და აღმასრულებელმა პროდუსერმა ჯ.დ პეინმა და პატრიკ მაკკეიმ განცხადება გააკეთეს.

”ჩვენ ვეძებდით ლოკაციას, სადაც გადავიღებდით შუა მიწეთის მეორე ერის პერიოდს. ვიცოდით, რომ გვჭირდებოდა მაგიური ადგილი ტყეებით, მთებით, რომელიც ამავე დროს უმაღლესი დონის გადასაღები მოედნების, სტუდიებისა და გამოცდილი ხალხის სამშობლოც იქნებოდა. და ჩვენ მოხარულები ვართ დავადასტუროთ, რომ ახალი ზელანდია იქნება სახლი ჯ.რ.რ ტოლკინის ბეჭდების მბრძანებლის სერიალისა”, - თქვეს მათ.

შეგახსენებთ, რომ ბეჭდების მბრძანებლის სამივე ფილმი უმეტესად ასევე ახალ ზელანდიაშია გადაღებული.

სერიალს ამაზონი იღებს და ის შუა მიწეთის მეორე ერის პერიოდიდან დაიწყება. ამასთან ერთად, გავრცელებულ ინფორმაციით სერიალში მოთხრობილი იქნება ახალგაზრდა არაგორნის ისტორიებიც, რომელიც შუა მიწეთის მესამე ერაში დაიბადა.

ამაზონს ბეჭდების მბრძანებლის გადაღება მთლიანობაში მილიარდი დოლარი უჯდება, სერიალს 5 სეზონი ექნება.

კომენტარები