საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშთან გაჩენილი ხანძრის ოთხი კერიდან სამი ლიკვიდირებულია. ცეცხლის ერთი კერა ლოკალიზებულია. სამუშაოები ოთხი დღეა მიმდინარეობს.
სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოთხი ვერტმფრენი იყო ჩართული. უწყების ცნობით, ხაიშთან 200 მეხანძრე-მაშველი და 10 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა.
"დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა. ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველების ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მიმდინარეობს მონიტორინგი", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.