ხანძარი უკრაინაში

აღმოსავლეთ უკრაინაში ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

112 International

აღმოსავლეთ უკრაინაში, ლუგანსკის რეგიონში, სევეროდონეცკთან, ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 22 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 ივლისს განაცხადა

"ამჟამინდელი ინფორმაციით, 5 ადამიანია დაღუპული. თუმცა, ეს არასრული ინფორმაციაა. მჯერა, დღის ბოლომდე ინფორმაციის 100% გვეცოდინება". – თქვა პრეზიდენტმა. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ხანძრის შედეგად განადგურებულია 24 შენობა და დაზიანებულია 60.

უკრაინის მთავრობა დაშავებულებისთვის კომპენსაციის გადაცემას განიხილავს. 

ცეცხლი 6 ივლისს ნოვოაიდარსკის რაიონში, ტყეში, სოფელ კაპიტანოვესა და მუტრატოვეს შორის, ვედემეჟნეს ტბასთან გაჩნდა და მოგვიანებით საცხოვრებელ სახლებში გავრცელდა.

7 ივლის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, ხანძრის ტერიტორიის 85 ჰექტარია ლოკალიზებული.

კომენტარები