ფრენების გადავადება

კაკულია: შიდა ტურიზმისთვის მეტ-ნაკლებად კარგი მოცემულობა გვაქვს, ქვეყანა დაკეტილია

პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში ბევრი ეკონომისტი ამბობდა, რომ ეკონომიკური რეცესია ეს არის არა მხოლოდ შედეგი, არამედ ამ პანდემიის მკურნალობის საშუალება. ეს მძიმე დასკვნა იყო, მაგრამ ეს არის ის დიაგნოზი, რომელიც დაისვა და ეს იყო სწორი. სამწუხაროდ, სხვანაირად ამის მკურნალობა რომ არ შეიძლებოდა, ეს დადგინდა. მე ვეთანხმები ბატონ ვანო მაჭავარიანს – ჩვენ რომ გაგვეხსნა საზღვარი და ვირუსის გავრცელების 10 შემთხვევა დაფიქსირებულიყო, ოპოზიცია იტყოდა, რომ რა დროს ეკონომიკა იყო, როდესაც ადამიანების ჯანმრთელობაზეა საუბარიო და ახლა ეს თემა არის პირიქით.

არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელსაც არ ექნება უარყოფით მხარე. უბრალოდ, სასწორზეა საუბარია, შენ როგორ მიგაჩნია, რომელ მხარეს უფრო მეტი ტვირთია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უფრო მეტი ტვირთი არის იმ მხარეს, თუ ჩვენ ეკონომიკას გავხსნიდით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვხედავთ შედეგებს, როდესაც ადამიანი უმუშევარი დარჩა, ვიღაცას, შეიძლება, წასვლა უნდოდა სხვა ქვეყანაში და სხვა. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ტვირთი ეკონომიკაზე გაცილებით მაღალი ხარისხის იქნებოდა, თუ შემოვიდოდა დესტაბილიზაცია, რომელიც შემოაქვს უკვე ვირუსის გავრცელების ფაქტორსა და იმ გარკვეულ პანიკას, რომელიც ამას თან ახლავს ხოლმე.

ახლა ჩვენ შიდა ტურიზმისთვის მეტ-ნაკლებად კარგი მოცემულობა გვაქვს, სწორედ იმიტომ, რომ დაკეტილია ქვეყანა. ქვეყნის გახსნის შემთხვევაში, ეს მოცემულობა დაზიანდებოდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, რომან კაკულია 7 ივლისს ფრენების გადავადებაზე იმედთან ინტერვიუში. კაკულიამ კომენტარი მანამ გააკეთა, სანამ მთავრობა 5 ქვეყანასთან საზღვრების გახსნის შესახებ გაავრცელებდა ინფორმაციას.

კომენტარები