ფრენების აღდგენა

მაჭავარიანი: საუკეთესო პროგნოზით, ევროპელი მოგზაურების ციფრი 50-100 ათასს ვერ გადასცდებოდა

საქართველოს მთავრობა

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, იმედის ეთერში კიდევ ერთხელ დაიცვა მთავრობის გადაწყვეტილება, არ აღდგეს ევროკავშირის ქვეყნებთან რეგულარული ფრენები.

"უნდა ავიღოთ ციფრები და ვნახოთ, თუ რა არის ის პოტენციალი რაც შეიძლება წლის ბოლომდე მივიღოთ ევროპელი დამსვენებლებისა და მოგზაურების სახით. ეს არის საკმაოდ მცირე ციფრი". – თქვა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანის თანახმად, "საუკეთესო პროგნოზითაც კი, ეს ციფრი ვერანაირად გადაცილდებოდა 50-100 ათას მოგზაურს წლის ბოლომდე".

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ "ეკონომიკისთვის ეს ძალიან მცირედია".

იმ არგუმენტის პასუხად, რომ ქვეყნის ეკონომიკას უცხოელი ტურისტების მცირე რაოდენობაც წაადგებოდა, ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ "აქ, სამწუხაროდ, გვაქვს ძალიან ზედაპირულ ანალიზთან საქმე".

რეგულარული ფრენები პირველი ივლისიდან უნდა აღდგენილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი თვით გადააავადა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს ავიახაზებს ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა 2020 წლის 25 ივნისს მიანიჭა. მგზავრებს კი მოუწოდა, "თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღისა და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით".

კომენტარები