საფრანგეთი

ლუვრის მუზეუმი გაიხსნა

AFP

ორშაბათს ლუვრის მუზეუმი გაიხსნა, თუმცა მუზეუმის გალერეების მესამედი ჯერ კიდევ დაკეტილი რჩება. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო მუზეუმი თითქმის ოთხი თვე იყო დაკეტილი. ამ დროის განმავლობაში მუზეუმი 40 მილიონი ევროთი დაზარალდა. 

მუზეუმის ისეთი ცნობილი ექსპონატები, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩის “მონა ლიზა”, ღია იქნება მნახველებისთვის, თუმცა უფრო პატარა გალერეები, რომლებშიც დისტანციის დაცვა რთულია, დაკეტილია. მნახველების თავშეყრის თავიდან ასაცილებლად და სოციალური დისტანციის დასაცავად მიღებული წესების გამო მუზეუმის სტუმრები ვეღარ შეძლებენ “მონა ლიზასთან” სელფების გადაღებას.

გასულ წელს ლუვრის სტუმართა 70% უცხოელი ტურისტები იყვნენ. ლუვრის მუზეუმის დირექტორის, ჟან-ლუკ მარტინეზის განცხადებით, ტურიზმზე დაწესებული შეზღუდვების გამო მნახველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. მნახველთა რაოდენობის გასაზრდელად მუზეუმის დირექტორს სურს, ლუვრი თავად ფრანგებისთვის გახადოს უფრო მიმზიდველი.

კომენტარები