სპეცრეისები

რომი, ათენი, პარიზი, ბარსელონა, ვარშავა - სპეცრეისებს Wizzair-ი და Myway Airlines-ი შეასრულებს

WizzAir

ემიგრანტების საქართველოში დასაბრუნებლად სპეცრეისები დაინიშნა. განრიგი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა. საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში სპეცრეისებს ავიაკომპანიები – Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ.

რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით:

  • 13 ივლისი, ავიაკომპანია Myway Airlines, თბილისი – ვარშავა –თბილისი;
  • 15 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ბარსელონა – ქუთაისი –ბარსელონა;
  • 17 ივლისი, ავიაკომპანია Myway Airlines, თბილისი – რომი –თბილისი;
  • 22 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, პარიზი – ქუთაისი – პარიზი (ბოვე) – ქუთაისი;
  • 28 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ქუთაისი – ათენი – ქუთაისი

"ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა". – აცხადებს საქართველოს მთავრობა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე სპეცრეისებსა და ჩარტერულ ფრენებს მხოლოდ საქართველოს ავიახაზები ასრულებდა.

კომენტარები