საჰაერო სივრცე

თურნავა: სად ვართ ჩაკეტილები? ყოველ დღე მინიმუმ ორი ჩარტერული რეისი ჯდება

ახლა დღე არ გავა, რომ ერთი ან ორი ფრენა არ გვქონდეს ჩარტერული. როდესაც ვიღაცეები გვეუბნებიან, რომ აი, ჩაკეტილები [ვართ]. სად ვართ ჩაკეტილები? ყოველდღე მინიმუმ ორი რეისი ჯდება სხვადასხვა მიმართულებით. 

ძირითადად ჩვენი თანამემამულეები [ჩამოდიან], თუმცა, ბიზნესვიზიტორებმაც დაიწყეს, მათთვის განსხვავებული წესი გვაქვს - ბიზნესვიზიტორები შეძლებენ, რომ PCR ტესტების საფასური თვითონ გადაიხადონ და ეს ჩაანაცვლებს კარანტინს, როდესაც მოკლევადიანი ვიზიტით მოდის, ეს უღირს ბიზნესმენს.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა POST TV-ის ეთერში.

კომენტარები