Loureedia Phoenixi

მეცნიერებმა ობობას სახელი ხოაკინ ფენიქსის ჯოკერის საპატივცემულოდ დაარქვეს

BOL News

მეცნიერებმა ირანის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ობობას ახალ სახეობას, ჯოკერის როლის შემსრულებლის, ხოაკინ ფენიქსის საპატივცემულოდ Loureedia phoenixi დაარქვეს.

აღმომჩენების განმარტებით, ობობა შეფერილობით ძალიან გავს ფენიქსის მიერ განსახიერებულ, DC-ის კომიქსების კლასიკურ ბოროტმოქმედს, ჯოკერს. სახელის პირველი სიტყვა კი ლეგენდარულ მუსიკოსს ლუ რიდს ეძღვნება. 

როგორც გაირკვა, იშვიათი სახეობის ობობა წელიწადში მხოლოდ 3 კვირის განმავლობაში ამოდის ზედაპირზე.

კომენტარები