კრიმინალი

კაცს, რომელმაც 2017 წელს ნაცნობის გაუპატიურება სცადა, სააპელაციომ 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

UN WOMEN

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის სააპელაციო საჩივარი გაიზიარა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გააუქმა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული მ. დ. დამნაშავედ ცნო. 

"დადგინდა, რომ მ. დ.-მ 2017 წლის 7 აგვისტოს, მისი ნაცნობის, მ. ხ.-ს გაუპატიურება სცადა, რა დროსაც დაზარალებულმა გაქცევა მოახერხა". – აცხადებს პროკურატურა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 9 ივლისის განაჩენით მ. დ. წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რაც ბრალდების მხარემ გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები