გამყრელიძე: როცა COVID 19-ს მოვილევთ, პანდემია დიდი ხნის განმავლობაში აღარ იქნება

XXI საუკუნე ახალი ვირუსებით "გაგვანებივრებს". ახლად წარმოშობილი დაავადებები და ინფექციები გახლავთ ერთ-ერთი მთავარი სირთულე, რაც მოჰყვება იმ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს ეკოლოგიაში: გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება და სხვა. ვირუსების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი. ასეთი ვირუსები პერიოდულად ჩნდება, მაგრამ მათი ძალიან მცირე ნაწილი ხდება ადამიანისთვის გადამდები და ეპიდემიის ან პანდემიის წყარო. ნუ შეშინდებით, პანდემია დიდი ხნის განმავლობაში აღარ იქნება. კორონავირუსს რომ მოვილევთ, თქვენი თაობა შემდეგ პანდემიას აღარ მოესწრება.

თქვა ამირან გამყრელიძემ ახალი ვირუსის შესახებ დასმული კითხვის პასუხად. საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთში მკვლევრებმა ღორებში ახალი ტიპის ვირუსი, G4 EA H1N1 აღმოაჩინეს, რომელსაც პანდემიის გამოწვევის პოტენციალი აქვს.

კომენტარები