112

შსს: 112 ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მუშაობს, გააქტიურებულია ალტერნატიული ნომრები

გადაუდებელი დახმარების ცხელი ხაზი 112 შეფერხებით მუშაობს. მოქალაქეები სასწრაფოსა და პოლიციაში დარეკვას ვერ ახერხებენ.

შსს-ის განცხადებით, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია. ამოქმედებულია ალტერნატიული ნომრები:

კერძოდ:

  • 032 2 411011– სახანძრო სამაშველო
  • 032 2 418505 – საპატრულო (თბილისი)
  • 032 2 418502 – საპატრულო (რეგიონი)
  • 595073527, 595073838,595073876, 595073805, 595073723 – სასწრაფო (რეგიონი)
  • 599842197, 599842195 – სასწრაფო (თბილისი)

უწყების ცნობით, სპეციალისტები მუშაობენ და ტექნიკური პრობლემა უმოკლეს დროში აღმოიფხვრება.

შსს შექმნილი ვითარებისთვის ბოდიშს იხდის.

კომენტარები