გიორგი შაქარაშვილი

მათიკაშვილი: ბერა საამაყო მამის შვილია, ამას ვერ იტანენ პოლიტიკურად მეძავი ჟურნალისტები

"ბერა საამაყო შვილია საამაყო მამის, აი, ამას ვერ იტანენ ეშმაკისეული პოლიტიკანები და "პოლიტიკურად მეძავი" ვაიჟურნალისტები". – ქართული ოცნების წევრი, დავით მათიკაშვილი მთავარი არხის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელშიც ლაპარაკია, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში გარეული, ე.წ. "კანონიერი" ქურდის, კაკო ბილანიშვილის შვილი - ავთო ბილანიშვილი, ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარია. 

მათიკაშვილი სიუჟეტის ავტორებს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს და "პოლიტიკურად მეძავ" ჟურნალისტებს უწოდებს. ამის შესახებ ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრები შექმნის დღიდან ბოროტებას და ცილისწამებას აფრქვევენ. 


ფოტო: facebook.com/david.matikashvili

"ბერა ივანიშვილი დღეს მტერია მათი, "მტრობა" წესიერებით და გამორჩეული ადამიანობით დაიმსახურა, და კიდევ იმით რომ ნაც ხროვის დამარცხებაში მამას და მთელ ქართველ ხალხს გვერდით ედგა 2012 წელს! ბერა, საამაყო შვილია საამაყო მამის, აი ამას ვერ იტანენ ეშმაკისეული პოლიტიკანები და პოლიტიკურად "მეძავი" ვაი ჟურნალისტები!

გრცხვენოდეთ და მშვიდად დაელოდეთ თქვენს პოლიტიკურ აღსასრულს! არც ისე შორსაა 31 ოქტომბერი!!!!!", - წერს მათიკაშვილი. 

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. ის 25 ივნისს დაკრძალეს. გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. მისი კვალი ამის შემდეგ დაიკარგა.

კომენტარები