ფრენსის ფორდ კოპოლა

ფრენსის ფორდ კოპოლამ ვაინონა რაიდერის მონათხრობი უარყო

Entertainment Weekly

რამდენიმე დღის წინ ვაინონა რაიდერმა დრაკულას გადასაღებ მოედანზე მომხდარი ინციდენტი გაიხსენა. მსახიობის თქმით, რეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამ, გადამღები ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, იმისათვის, რომ ტირილის სცენა იდეალური გამოსულიყო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

რაიდერის მონათხრობს კოპოლა გამოეხმაურა:

"ვაინონა ბრწყინვალე მსახიობი მგონია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მის მიერ მოთხრობილი ისტორია სიცრუეა. ზუსტად მახსოვს სცენის გადაღების პროცესი, გარი ოლდმენს(დრაკულას როლის შემსრულებელს) ვთხოვე, რაიდერისთვის ყურში სულისშემძვრელი სიტყვები ჩაეჩურჩულებინა. რა უთხრა გარიმ, არ ვიცი, მაგრამ იმპროვიზაცია კინოს განუყოფელი ნაწილია". – იხსენებს რეჟისორი.

მოგვიანებით კოპოლას ვერსია რაიდერის წარმომადგენელმა დაადასტურა. 

კომენტარები