მედიაზე ზეწოლა

თალაკვაძე: სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო სიუჟეტების ავტორებს პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ისეთი რეგულაციები, რომლითაც შეიძლება გარკვეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა თუ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრო ასეთი სიუჟეტების და ასეთი უპასუხისმგებლო სიუჟეტების ავტორებს. გვაქვს რეგულაციები, სადაც გარკვეული დავები შეგიძლია, სასამართლოში წარმართო, მაგრამ საერთო ჯამში, საქართველოს აქვს დემოკრატიული, თავისუფალი სტანდარტი, მოდი, ასე ვთქვათ, მედიასთან მიმართებით.

ეს კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის სასარგებლო, როდესაც შენ გაქვს ჯანსაღი სპექტრი მედიასაშუალებების, როდესაც მედიამოთამაშეები წესების დაცვით თამაშობენ. მაგრამ, მეორეს მხრივ, როდესაც მედიასაშუალებები არიან პოლიტიკური პარტიების ზოგჯერ ზონდერები, ზოგჯერ დანამატები და ზოგჯერ უშუალო ხელები, ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, თავისუფლების, დემოკრატიის ნებისმიერი სიკეთე შეიძლება იყოს ბოროტად გამოყენებული და ზუსტად ეს არის, რასაც ჩვენ ვუყურებთ.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე Post Tv-ის ეთერში მთავარ არხზე საუბრისას.

კომენტარები