მედიაზე ზეწოლა

მედიაზე ზეწოლის შესახებ ენმ-ის განცხადებას კომიტეტზე მხარი არ დაუჭირეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებულ განცხადებას მედიის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შეწყვეტასთან დაკავშირებით განათლების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

დოკუმენტი კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი გაბაშვილმა წარადგინა. დეპუტატმა რუსთავი 2-ში მიმდენარე მოვლენებზე, ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ტელეკომპანია იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვაზე ისაუბრა. უმცირესობის მოთხოვნას დეპუტატებს შორის შელაპარაკება მოჰყვა.

პარლამენტში განხილვა ამ დრომდე მიმდინარეობს და კომიტეტის პოზიცია კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი.

1 ოქტომბერს საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელი ტელეკომპანია საქართველო დააყადაღა. 5 აგვისტოს კი სრულად დააყადაღეს რუსთავი 2-ის ქონება. ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი 4 აგვისტოს შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.

კომენტარები