ანდჟეი დუდა

დუდა: რუსული იმპერიული ამბიციები გაცოცხლდა, 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს

ანდჟეი დუდა და დონალდ ტრამპი
UPI

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლონეთში აშშ-ს სამხედრო კონტიგენტის გაზრდაზე ისაუბრა და ასევე ახსენა რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინაში.

პრეზიდენტ დუდას განცხადებით, აშშ-ს პოლიტიკის დიდი დამსახურებაა რეგიონში რუსული იმპერიალისტური ამბიციების შეჩერება.

"აშშ-ს პრეზიდენტი იცნობს ევროპის ისტორიას, იცნობს ევროპის რელობას და ესმის მდგომარეობა, რომელიც ყალიბდება ევროპაში. დღეს ეს ქმნის მშვიდობას ევროპაში. ჩემი ქვეყნისთვის ამას მოაქვს უსაფრთხოება და შედეგად, რუსული, სამწუხაროდ, ძალიან ძლიერი იმპერიალისტური ამბიციები, რომლებიც გაცოცხლდა, შემიძლია ვთქვა, უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე, ვინაიდან რუსეთი თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, დროებით შეჩერებულია, მსოფლიოს ამ ნაწილში მაინც. მე მაქვს ეჭვი, რომ ეს არის აშშ-ს პოლიტიკის დიდი დამსახურება. მადლიერი ვარ ამის, ისევე როგორ ჩემი თანამემამულეები."

პრეზიდენტმა დუდამ აღნიშნა, რომ ის მზადაა ამერიკელი სამხედროების მისაღებად. პოლონეთში ნატოსა და აშშ-ს სამხედრო შენაერთების ყოფნა დამატებით უსაფრთხოებას ქმნის რეგიონში.

"თუ ვინმე მკითხავს, მზად ვარ თუ არა, რომ პოლონეთმა მიიღოს მეტი ამერიკელი სამხედროები, რა თქმა უნდა, მე მზად ვარ. 2014-ში რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, მოახდინა ყირიმის ანექსია, მას ოკუპირებული აქვს ლუგანსკი და დონეცკი, მანამდე ის თავს დაესხა საქართველოს. 2014 წელი იყო შიშის წელი ბალტიის ქვეყნებში და პოლონურ საზოგადოებაში. დღეს ნატოს სამხედრო შენართების და ამერიკის სამხედრო შენართების ყოფნა პოლონეთში აჩვენებს რომ ჩრდილოეთ ანტლანტიკური შეთანხმების მეხუთე მუხლი სერიოზულად აღიქმება. ეს აჩვენებს, რომ თუ ვინმე თავს დაესხმა პოლონეთს, ეს არ იქნება მისთვის [თავდამსხმელისთვის] რბილი დაშვება და ეს ძვირად დაუჯდება აგრესორს, რადგანაც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმია აქაა და ის დაეხმარება პოლონელ სამხედროებს დაიცვან ჩვენი საზღვრები, თუ ამის საჭიროება იქნება."

კომენტარები