კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში Covid 19-ის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა რიცხვი 914-მდე გაიზარდა

CNN

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 914 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 768 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 პაციენტი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის 132 აქტიური შემთხვევაა. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 258 ადამიანია, კარანტინის რეჟიმში – 2744.

კომენტარები