საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
22 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 908 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 761 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დრომდე 2 710 პირი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.





