თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი: ბოკერიას თითის ქნევის გამო ავირჩიეთ ივანიშვილი

წეღან თითი დაგვიქნია, ტელევიზიის ეთერში იჯდა… თეთრი ხელთათმანებითო არ შეიძლება საუბარიო, აიო, კვოტებს ინაწილებენო და ეხლაო ესე ვპასუხობო და მერე სხვანაირადაც ვუპასუხებო… სხვანაირად როგორ მიპასუხებს პირადად მე ბოკერია? როგორ უნდა მიპასუხოს აბა სხვანაირად და თითი დაგვიქნიოს? ეს ის ბოკერიაა, რომლის თითის ქნევის გამო, მუდმივად რომ მისი თითი ჩანდა ეკრანზე და ციხის ბუნტი რომ უკავშირდება და მისმა თანაგუნდელმა ელენე თევდორაძემ ჩვენება რომ მისცა ციხის ბუნტის დროს ბრძანებას გასცემდა გიგა ბოკერიაო, აი, მისი თითის გამო დაგვემართა უბედურება და ავირჩიეთ ოლიგარქი ივანიშვილი.

პოლიტიკური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" წევრი, თაკო ჩარკვიანი, ტვ პირველის ეთერში ევროპული საქართველოს ლიდერზე, გიგა ბოკერიაზე. როგორც ჩარკვიანმა განაცხადა, ივანიშვილის მიერ "ყურებით დათრეულ" ბოკერიას განზრახული აქვს, "ძალა ერთობაშიას" წინააღმდეგ ახალი ოპოზიციური გაერთიანება შექმნას.

კომენტარები