თაკო ჩარკვიანი

ჩარკვიანი ალუდა ღუდუშაურს: უზრდელი ხართ – გამიხარდება, ქეთელაურივით იქცეოდეთ

მე არ მინდა, ალუდას გამოვეხმაურო, იმიტომ, რომ არ შემიძლია ასეთი სიტყვები - ფარჩაკი, რაღაც სიტყვებს ხომ ხმარობთ მუდამ. არაფერი შემიძლია. მხოლოდ შემიძლია, გითხრათ, რომ უზრდელი ხართ და წერტილი, მეტი არაფერი. აბა, სხვა რა შემიძლია, რომ გიპასუხოთ? ვერ აგყვებით ახლა ამ რიტორიკაში. გამიხარდება, ქეთელაურივით იქცეოდეთ, მაგრამ არ შეგიძლიათ. 

ასე გამოეხმაურა პარტია კანონისა და სამართლის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებას. ღუდუშაურმა ოპოზიციას ფარჩაკები, ტურები და უსინდისოები უწოდა.

კომენტარები