კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა ასევე 2 პაციენტი

CNN

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კიდევ გამოჯანმრთელდა ასევე 2 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 895 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 741 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში COVID-19-ის 140 აქტიური შემთხვევაა. 

კომენტარები