BAFTA

BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონიალი ორი თვით გვიან გაიმართება

Screen Daily

ოსკარის მსგავსად, ბრიტანეთის კინოაკადემიამ დაჯილდოების ცერემონიალის თარიღი ორი თვით გადასწია. 

2021 წლის 14 თებერვლის ნაცვლად BAFTA-ს დაჯილდოება 11 აპრილს გაიმართება.

ეს გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული. ეპიდემიის პირობებში მრავალი ბრიტანული ნამუშევრის პრემიერა გაურკვეველი ვადით გადაიდო. 

კინოდაჯილდოების მსგავსად, BAFTA-ს სატელევიზიო პრემიის დაჯილდოების დრომაც გადაიწია. მაისში დაგეგმილი ღონისძიება მიმდინარე წლის 31 ივლისს გაიმართება. 

კომენტარები