BAFTA

BAFTA 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – საუკეთესო ფილმად "ბრძოლის შემდეგ ბრძოლა" დასახელდა

კადრი ფილმიდან "ბრძოლის შემდეგ ბრძოლა"

2026 წლის ბრიტანეთის კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები ცნობილია. ნომინანტებიდან ყველაზე მეტი ჯილდო პოლ ტომას ანდერსონის "ბრძოლის შემდეგ ბრძოლამ" მიიღო. 

ანდერსონის ფილმმა, რომელშიც ლეონარდო დიკაბრიო, შონ პენი, ტეიანა ტეილორი და ბენისიო დელ ტორო გამოდიან, ჯამში ექვსი ჯილდო მოიპოვა. მთავარი ჯილდოს მოპოვებით კი "ბრძოლის შემდეგ ბრძოლამ" დაამარცხა ფილმები: "ცოდვილნი," "ჰამნეტი," "მარტი დიდებული" და "სენტიმენტალური ღირებულება".

თავის მხრივ, ფილმმა "ცოდვილნი" სამი ჯილდო მოიპოვა. საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდო კი რობერტ არამაიოს გადაეცა, რომელიც ფილმში "ვფიცავ" მთავარ როლს ასრულებდა. 

 

საუკეთესო ფილმი

One Battle After Another

საუკეთესო რეჟისორი

პოლ ტომას ანდერსონი

საუკეთესო მსახიობი კაცი

რობერტ არამაიო, I Swear

საუკეთესო მსახიობი ქალი

ჯესი ბაკლი, Hamnet

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი

შონ პენი, One Battle After Another

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი

ვუნმი მოსაკუ, Sinners

საუკეთესო ბრიტანული ფილმი

Hamnet

საუკეთესო ბრიტანული დებიუტი

My Father's Shadow

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი

Sentimental Value

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

Mr. Nobody Against Putin

საუკეთესო ანიმაცია

Zootopia 2

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

One Battle After Another

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

Sinners

საუკეთესო მუსიკა

Sinners

საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი

Frankenstein

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები

Avatar: Fire and Ash

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა

Frankenstein

საუკეთესო მონტაჟი

One Battle After Another

საუკეთესო კასტინგი

I Swear

საუკეთესო ხმა

F1: The Movie

საუკეთესო ბრიტანული მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია

Two Black Boys in Paradise

საუკეთესო ბრიტანული მოკლემეტრაჟიანი ფილმი

This Is Endometriosis

საუკეთესო საბავშვო ფილმი 

Boong

კომენტარები