კორონავირუსი საქართველოში

ზუგდიდში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ზუგდიდში Covid-19-ით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც ცნობილია, ვირუსი ასაკოვან მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან შემოვიდა. 

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მამაკაცი 14-დღიან კარანტინში იმყოფებოდა. პირველმა ტესტმა კორონავირუსული ინფექცია არ დაადუსტურა. ვირუსი პაციენტს მხოლოდ მეორე ტესტირების შემდეგ გამოუვლინდა. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 888 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 731 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 143 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები