კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ჩვენი ამოცანაა, რომ წლის ბოლომდე შეგვეძლოს დღეში 10 000 PCR ტესტის გაკეთება

"გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოზე და მთავრობაზეა და ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც სწრაფად გამოავლენს ინფიცირების ფაქტს, სწრაფად უმკურნალებს მოქალაქეს და დააბრუნებს ნორმალურ ცხოვრებაში. დღეს თუ ჩვენ გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ოდნავი ზრდა, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. თუ, მაგალითად, ლუგარის ლაბორატორია, რომლისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ გარეშე ეს ლაბორატორია ვერ შეიქმნებოდა საქართველოში, ეპიდემიის დაწყების პირველ დღეებში აკეთებდა 100-150 PCR ტესტს, დღეს NCDC-ის შეუძლია გააკეთოს ქვეყანაში 4500 ტესტი. ჩვენი ამოცანაა,რომ წლის ბოლომდე საქართველოში შეგვეძლოს 10 ათასი PCR ტესტის გაკეთება ერთ დღეში".

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში, დიპლომატებთან შეხვედრისას.

კომენტარები