საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი მოსახლეობას მიმართავს: მინდა, თქვენთან ერთად დავიწყო საქართველოში მოგზაურობა

"დღეს არის 15 ივნისი. დღეიდან იხსნება შიდა ტურიზმი. მე მინდა, თქვენთან ერთად დავიწყო მოგზაურობა საქართველოში. აღმოვაჩინოთ სხვანაირი საქართველო, ისეთი ადგილები, რომლებიც, შეიძლება, ნაკლებად ცნობილია და ყველამ ერთად გავიგოთ, რომ აქ ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც მართლაც აღმოჩენად ღირს.

დღეს ვართ ლამისყანაში, თბილისთან ახლოს, ერთი საათის სავალზე. ლამისყანის ეს ციხესიმაგრე ჯერ ქსნის ერისთავების, შემდეგ კი ჯამბაკურ-ორბელიანთა ციხესიმაგრე იყო. აქედან გაიტაცეს დავით გურამიშვილი და ამ სოფელში, თუ არ ვცდები, დაახლოებით ორმოცდაათი ძეგლი, ძველი მარანი და ძალიან ბევრი საინტერესო რამ არის მართლაც აღმოსაჩენი.

ჩვენ აქედან წავალთ დღეს და ბევრ სხვა ადგილს გაჩვენებთ. შეგიძლიათ, გვესტუმროთ ჩვენს Facebook გვერდზე, ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოში, აღმოვაჩინოთ საქართველო, მაგრამ ერთი რამ არის აუცილებელი, მაინც დავიცვათ სიფრთხილე, ყველა ერთად ვიყოთ ფრთხილად და ვიმოგზაუროთ ფრთხილად".

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდა.

კომენტარები