კორონავირუსი საქართველოში

კახა კალაძე: ავტობუსებში ხალხის გადაჭარბებული რაოდენობა შეიმჩნევა, ამაზე ვმუშაობთ

როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდები, სასიამოვნო არ არის პირბადით გადაადგილება, მაგრამ ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ყველა ადამიანმა, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, პირველ რიგში საკუთარი ჯანმრთელობა დაიცვას, საკუთარ თავს გაუფრთხილდეს.

ჩვენ გადავლახეთ და შევძელით, რომ ქვეყანაში მოვლენები არ განვითარდა ისე, როგორც ევროპის სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში, ეს მოვახერხეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი დამარცხებულია. ავტობუსებში შეიმჩნევა ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობა, ამასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს მუშაობა და ორშაბათს მოგაწვდით ჩვენს გადაწყვეტილებას.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.

კომენტარები