სომხეთი

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი მანქანით 10 წლის ბავშვს დაეჯახა

არსენ ტოროსიანი

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, არსენ ტოროსიანი საკუთარი მანქანით 10 წლის ბავშვს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ Facebook-ზე გაავრცელა. ტოროსიანი წერს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას მანქანას თავად მართავდა. ბავშვი მან საავადმყოფოში თავად მიიყვანა და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.

ტოროსიანის თქმით, დაზარალებულს მარჯვენა ხელზე ნაკაწრები აღმოაჩნდა და სახლში გადაყვანამდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები