ფიზიკური დაპირისპირება

პრემიერმინისტრთან ინტერვიუს შემდეგ ჟურნალისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

Screenshot

პრემიერმინისტრთან ინტერვიუს შემდეგ ჟურნალისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ტელეკომპანია მაესტროს პირდაპირ ეთერში 13 ივნისის მემორიალთან მთავრობის პირების სტუმრობა გაშუქდა, სადაც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

ინტერვიუს დასრულების შემდეგ ადგილიდან პირდაპირი ეთერი გადაიცემოდა.

Newsreport წერს, რომ იმედისა და პალიტრის ჟურნალისტები ერთმანეთს სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

სავარაუდოდ, დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ ინტერვიუს დროს ერთმა ჟურნალისტმა მეორეს მიკროფონი გადაფარა.

კომენტარები